პროგრამა ითვალისწინებს მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების - სასტუმროებისთვის ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით ვარსკვლავების მინიჭების 50% - 80% იან თანადაფინანსებას.
ჰორეკა ჰოტელ სტარ-ში გაწევრიანების ღირებულება განისაზღვრება ობიექტის ტიპის ან/და ნომრების/ადგილების რაოდენობის მიხედვით. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება სრული წევრობის სტატუსი, რაც მოიცავს ჰორეკა ასოციაციის და კლასიფიკაციის წევრობას.
აღნიშნულ ფასებზე დაყრდნობით 1, 2 და 3 ვარსკვლავის სასტუმროებს დაუფინანსდებათ 80%, ხოლო 4 ვარსკვლავიან სასტუმროს შემთხვევაში 50%. 5 ვარსკვლავიანი სასტრუმროები პროექტის თანადაფინანსებით არ სარგებლობენ.
საქართველოს მთელი ტერიტორია გარდა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმისა
მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები, რომლებსაც აქვთ სურვილი მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი კლასიფიკაცია
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოითხოვება აპლიკაციის ფორმის შევსება ვებ გვერდიდან Horeca Hotel Star Georgia
მიმდინარე (17.07.2023 – 31.07.2024)